კომაროვის შაბათის სკოლის ონლაინ ჯგუფებში რეგისტრაცია დაიწყო!

პროექტი განკუთვნილია III, IV, V  და VI კლასის მათემატიკით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის.

მიზანი და პროგრამა

პროექტის მიზანია  საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ  მოსწავლეებში კრიტიკული, ლოგიკური და რაოდენობრივი აზროვნების უნარების განვითარება და მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივება.

სწავლება წარიმართება ქართულ ენაზე, კომაროვის „შაბათის სკოლის“ პროგრამის შესაბამისად.

სასწავლო ფორმატი

გაკვეთილები ჩატარდება ZOOM -ის პლატფორმაზე, კვირაში ორჯერ, საღამოს საათებში. თითოეული მეცადინეობის ხანგრძლივობა იქნება 1 საათი და 20 წუთი. ჯგუფში  მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 17-ს.

სწავლების პროცესს გაუძღვებიან კომაროვის „შაბათის სკოლის“ გამოცდილი პედაგოგები.

შაბათის სკოლის ონლაინ ჯგუფების მოსწავლეებს უფლება ექნებათ დაწერონ შემაჯამებელი წერები და მონაწილეობა მიიღონ „შაბათის სკოლის“ ოლიმპიადებში.

რეგისტრაციისა და პროქეტის დაწყების ვადები

რეგისტრაცია გაგრძელდება 15 სექტემბრის ჩათვლით;

„შაბათის სკოლის“ ონლაინ ჯგუფებში დასარეგისტრირებლად შეავსეთ ფორმა:

ფორმის შევსებიდან რამდენიმე დღეში დაგიკავშირდებათ „ონლაინ შაბათის სკოლის“ გუნდი და 16 მეცადინეობის საფასურის  გადახდის შემდეგ მოსწავლე ჩაითვლება რეგისტრირებულად.


სწავლების დაწყება

დაგეგმილია სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში.  ზუსტი თარიღი მოგვიანებით გამოცხადდება.

 

გაკვეთილების დაწყების კონკრეტული დრო განისაზღვრება თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალურად, მშობელთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.

 

გაკვეთილების დაწყების სავარაუდო დროები:

  1. III - კლასი ორშაბათი-ოთხშაბათი 18:30-19:00
  2.                     სამშაბათი-ხუთშაბათი 18:30-19:00
  3. IV - კლასი ორშაბათი-ოთხშაბათი 18:30-19:00
  4.                     სამშაბათი-ხუთშაბათი 18:30-19:00
  5. V - კლასი ორშაბათი-ოთხშაბათი 18:30-19:00  ან 19:30-20:00
  6.                     სამშაბათი-ხუთშაბათი 18:30-19:00 ან 19:30-20:00
  7. VI - კლასი ორშაბათი-ოთხშაბათი 18:30-19:00  ან 19:30-20:00
  8.                      სამშაბათი-ხუთშაბათი 18:30-19:00 ან 19:30-20:00

 

 

საფასური და პირობები

  • სასწავლო წელი შედგება 3 მოდულისაგან;
  • ერთი მოდული მოიცავს 24 მეცადინეობას (თითოეული მეცადინეობის ხანგრძლივობა – 1სთ 20წთ).
  • ახალი მოსწავლეებისთვის 1 მოდულის საფასური  შეადგენს 450 ლარს.                                                                                                                        და-ძმებისთვის ყოველ მომდევნო ბავშვზე საფასური განისაზღვრება 300 ლარით.
  • ძველი მოსწავლეებისთვის 1 მოდულის საფასური შეადგენს 300ლარს.                                                                                                                                                  და-ძმებისთვის ყოველ მომდევნო ბავშვზე საფასური განისაზღვრება 240 ლარით.

სასწავლო ლიტერატურით მოსწავლეებს უზრუნველყოფს  „ონლაინ შაბათის სკოლის“ გუნდი.

 

გადახდა და საკონტაქტო ინფორმაცია

გადახდა განხორციელდება სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე:

  • ბანკის კოდი: TRESGE22
  • სახაზინო კოდი (ანგარიშის ნომერი): 760867499

დანიშნულებაში აუცილებელია მითითდეს მოსწავლის სახელი, გვარი, კლასი და სიტყვები „ონლაინ შაბათის სკოლა“.

 ონლაინ ბანკით სკოლის სახაზინო ანგარიშზე გადახდის ინსტრუქცია.

დამატებითი ინფორმაციისთვის შესაძლებელია დაკავშირება შემდეგ ნომერზე: 598 29 26 13 (ნუცა).

კომაროვის სკოლა   გისურვებთ წარმატებას!

 


ზემოთ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: ლილიანა კვიტატიანი ტელ: 555 672 784